ეკლესია წმინდა მოწამე ივლიტას იხსენებს

13 აგვისტო 10:39
144
წმინდა მოწამე ივლიტა (+304-305) წმინდა მოწამე ივლიტა (+304-305)

ივლიტა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს კაპადოკიის კესარიაში ცხოვრობდა.

წმინდა მოწამე ივლიტა IV საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 304-405 წელს უფალი იესო ქრისტეს ერთგულებისთვის კოცონზე დაწვეს. მოწამებრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმინდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმინდა ივლიტას განსადიდებლად.

ივლიტა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს კაპადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. ერთ-ერთმა წარმართმა მისი მამული მიითვისა და, როცა წმინდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, ურჯულომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო. მსაჯულმა ივლიტას შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ; მაგრამ წმინდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე, რისთვისაც კოცონზე დაწვეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ