ჯგალის დიდმოწამე გიორგის ტაძარში საღმრთო ჟამისწირვა აღევლინა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.
12 აგვისტოს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, ჯგალის დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში საღმრთო ჟამისწირვა აღევლინა.
საღმრთო მსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. წირვას ტაძარში შეკრებილი მრევლი ესწრებოდა.
მსახურების დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ქრისტიანული ცხოვრების, რწმენისა და სულიერი სიმტკიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტო ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09