თბილისის სასულიერო აკადემია საბაკალავრო პროგრამაზე ელექტრონული სწავლებას სთავაზობს

2824
06 ივლისი 19:02
12
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია.ფოტო: აკადემიის გვერდი თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია.ფოტო: აკადემიის გვერდი

2027–2028 სასწავლო წლიდან სასულიერო პირები პროგრამის ნაწილის დისტანციურად გავლას შეძლებენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, 2027–2028 აკადემიური წლიდან თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატებს ჩასარიცხად დასჭირდებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი, ასევე სასწავლებლის მიერ ორგანიზებული შიდა გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

ჩარიცხული სასულიერო პირები პროგრამით გათვალისწინებული 275 კრედიტიდან 60 კრედიტის შესაბამის სასწავლო კომპონენტს (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში) დისტანციურ, ელექტრონულ ფორმატში გაივლიან, ხოლო შუალედურ და დასკვნით გამოცდებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩააბარებენ.

მიღებული გადაწყვეტილება შეეხება იმ სასულიერო პირებსაც, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებთან საორიენტაციო შეხვედრები 2026 წლის 14 სექტემბრიდან გაიმართება. შეხვედრების განრიგი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 47⁴ მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ელექტრონული სწავლების დასაშვებ კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ