შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა

2824
03 აგვისტო 23:27
27
სამი წელი შოვის ტრაგედიიდან სამი წელი შოვის ტრაგედიიდან

პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00-16:00 საათზე, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან კურორტ შოვში დატრიალდა XXI საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური უბედურება.

მომხდარ გლაციალურ (მყინვარულ) ღვარცოფს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ბავშვები და მთელი ოჯახები.

ტრაგედიიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით, სტიქიის ადგილზე ნიკორწმინდის ეპარქიის სასულიერო პირებმა აღასრულეს შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები, რომლებმაც პატივი მიაგეს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.

 მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს - მიხეილ ყაველაშვილი.

შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა  - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ