ზვიად გამსახურდიას ცენტრში კონფერენცია გაიმართა
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ ელდარ ბუბულაშვილი და ალექსანდრე დაუშვილი.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, თემაზე:
,,ღმრთისმშობლის წილხვდომილობის ისტორია და მისი მნიშვნელობა".
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:
ელდარ ბუბულაშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ალექსანდრე დაუშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
შეგახსენებთ, 2026 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, ზუგდიდში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე — ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
ცენტრი გახსნეს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხატმწერ მანონ მაქაცარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.