კათოლიკოს-პატრიარქმა ნანი ბრეგვაძეს იუბილე მიულოცა

2824
21 ივლისი 13:06
11
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ქალბატონი ნანი ბრეგვაძის იუბილესთან დაკავშირებით. ფოტო: საზუ კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ქალბატონი ნანი ბრეგვაძის იუბილესთან დაკავშირებით. ფოტო: საზუ

პატრიარქის მილოცვის წერილში ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი ღვაწლი, ქართული კულტურის წინაშე შეტანილი წვლილი და მრავალწლიანი მოღვაწეობა არის ხაზგასმული.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისი სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია.

„ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია.

გამორჩეული ხმით, შემოქმედებითი ხიბლით, დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობით, მაღალი მუსიკალური გემოვნებითა და მშვენიერებით მან მრავალი ადამიანის გულში დაიდო ბინა, როგორც შთაგონების წყარომ და ქართული ხელოვნების ღირსეულმა წარმომადგენელმა.

დრო მის შემოქმედებას მხოლოდ ახალ სიღრმეს სძენს. იგი მისთვის ჩვეული სინატიფითა და შინაგანი ღირსებით ამშვენებს სცენას და მსმენელს უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს უზიარებს,“ – აღნიშნულია მისალოც წერილში.

კათოლიკოს-პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს გულითადად ულოცავს და მადლობას უხდის იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა.

„ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა.

უფალმა დალოცოს იგი და მიანიჭოს მხნეობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა თავისი შემოქმედებით კიდევ დიდხანს ახარებდეს და ატკბობდეს ჩვენს გულებს,“ – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგება თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ