რიგი ეპარქიების სასულიერო პირებისთვის გადამზადების კურსი ჩატარდა

18 ივლისი 21:06
270
სასულიერო პირებისთვის გადამზადების კურსი ჩატარდა. ფოტო: გორისა და ატენის ეპარქია სასულიერო პირებისთვის გადამზადების კურსი ჩატარდა. ფოტო: გორისა და ატენის ეპარქია

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ აქტივობებსა და რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებულ მუშაობას.

15–17 ივლისს, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, გორისა და ატენის, სამთავისისა და კასპის, სურამისა და ხაშურის ეპარქიების სასულიერო პირებისთვის გადამზადების კურსი ჩატარდა.

სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ღირებულებითი განათლების მიზნებს, არაფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებსა და უსაფრთხო, თანამშრომლობითი გარემოს შექმნის გზებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ აქტივობებსა და რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებულ მუშაობას.
გადამზადება ხელს შეუწყობს სასულიერო პირებს, სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით წარმართონ და მოზარდებში თანაგრძნობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობისა და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების განვითარებას შეუწყონ ხელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა სვიმეონმა საკვირაო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ