მონაზონი სერაფიმა, - ვლაქერნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

15 ივლისი 12:42
315
მონაზონი სერაფიმა (ჭითანავა). ფოტო: მჟკ მონაზონი სერაფიმა (ჭითანავა). ფოტო: მჟკ

15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის საზეიმო ლიტანიობა გაიმართა.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას მონაზონი სერაფიმა (ჭითანავა) აღნიშნავს - ,,დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს ქართველ ერს. სიყვარული და სითბო, ერთმანეთის ერთგულება გქონებოდეთ. ჩვენმა წინაპრებმა სიყვარული მოგვიტანა დღებანდელ დღემდე, როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი, ეს ჩვენ დაგვიტოვა, გადმოგვცა ჩვენმა წინაპრებმა.

ვლაქერნობა ეს ყველაზე დიდი დღესაწაულია მთელ საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართი დიდიხანია ინახება ზუგდიდის დადიანების მუზეუმში. 

მადლობა უფალს იმისათვის, რომ კვართი დასავლეთ საქართველოშია, მაცხოვრის კვართი კი აღმოსავლეთ საქართველოში. ისე ყოფილიყოს ჩვენი ცხოვრება, რომ არ შეგვრცხვენოდეს ღვთის წინაშე და მერე არ გვეთქვას ნეტავ მცოდნოდა თავის დროზე როგორი უნდა ვყოფილიყავი. სიყვარულის გარდა ამ ქვეყნიდან ვერავინ ვერაფერი ვერ წაიღო. ''

მონაზონი სერაფიმა განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავს საქართველოსთვის რაოდენ დიდი წყალობაა მსოფლიოს ორი უდიდესი სიწმინდის, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის კვართის დაბრძანებას ჩვენს მიწაზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ვლაქერნობის სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მთავრობის წევრები ესწრებიან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ