ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდში ღვთისმშობლის პატიოსან სამოსელს გამოაბრძანებენ

15 ივლისი 08:58
315
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში მრევლი უდიდესი სიწმინდის გამობრძანებას ელოდება. ფოტო: მჟკ ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში მრევლი უდიდესი სიწმინდის გამობრძანებას ელოდება. ფოტო: მჟკ

15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის საზეიმო ლიტანიობა გაიმართება, ხოლო სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღავლენს.

15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დილის 08:30 საათზე ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოაბრძანებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსან სამოსელს.

სიწმინდე საზეიმო ლიტანიობით გადაბრძანდება ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში, სადაც 10:00 საათზე დაიწყება სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

ღვთისმსახურებას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.

დღის განმავლობაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული, სადაც მორწმუნეებს სიწმინდის თაყვანისცემისა და ლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ