ვლაქერნობის სადღესასწაულო საღამოს ლოცვას მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს

14 ივლისი 15:41
234
ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

მსახურება 14 ივლისს, 17:00 საათზე დაიწყება და მას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე უხელმძღვანელებს.

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღამოს ლოცვა აღევლინება.

მსახურებას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს.

საღამოს ლოცვა 14 ივლისს, 17:00 საათზე დაიწყება. ეპარქია მორწმუნეებს ვლაქერნობის სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, 15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელს გამოაბრძანებენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ