საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მსჯავრდადებულებს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცეს
უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ და არასრულწლოვან ბრალდებულებს საჩუქრად წიგნები, ტანსაცმელი, ტკბილეული, ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები გადაეცათ.
13 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში საქველმოქმედო ვიზიტი გაიმართა.
დაწესებულებას ესტუმრნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი კალანდია და საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ია იმერლიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში მათ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდადებულებსა და არასრულწლოვან ბრალდებულებს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად გადასცეს წიგნები, სანთლები, ტანსაცმელი, ტკბილეული და ჰიგიენური საშუალებები.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მსგავსი საქველმოქმედო და სულიერი მხარდაჭერის ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად ტარდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის დასახვედრად ემზადებიან.