მამა თეოდორე გიგნაძე, - აუცილებელია ვიკითხოთ მოციქულთა წერილები

2824
13 ივლისი 19:24
42
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფოტო: მჟკ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფოტო: მჟკ

სვეტიცხოვლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც თორმეტი მოციქულის ხსენებას ეძღვნება და ყოველწლიურად მრავალრიცხოვან მორწმუნეს აერთიანებს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

სვეტიცხოვლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მორწმუნე მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მთელი დღის მანძილზე გაწვდიდათ კადრებს სვეტიცხოვლის ტაძრიდან. 

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: ,,გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს 12 მოციქულთა ხსენებაა, რომელთა სახელობისაც არის სვეტიცხოველი. ჩვენმა წინაპრებმა, სვეტიცხოველი მოციქულთა სახელზე ააგეს და ამით ერთგვარი ვალდებულება გაიჩინეს რომ ყოფილიყვნენ მისიონერები ყველგან და ყოველთვის, სადაც ხელი მიუწვდებათ, სადც შესაძლებლობა იქნება. ამიტომ ეს არის ერთგვარი დავალება ჩვენთვის , ქართველი ერისათვის. პირველ რიგში რათქმაუნდა ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქრისტიანებმა. ერთ-ერთი ეს რაშიც უნდა ვლინდებოდეს, არის ის რომ თავად ვიკითხოთ მოციქულთა წერილები: პავლე მოციქულის წერილები, პეტრე მოციქულის წერილები. ამის გარეშე სახარების გაგება არის ძალიან რთული.''

დეკანოზი გიორგი შაშვიაშვილი: ,, დღეს გამორჩეულად ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილისთვის, რომელიც დღეს აღნიშნავს 12 მოციქულის ხსენების დღეს, რომლებიც თავისი მოღვაწეობით ემსახურებოდნენ ღვთის დიდებას. ეკლესია ცალ-ცალკეც იხსენებს მათ მადლს, მაგრამ დღევანდელი  დღე აერთიანებს მათ კრებულს. 12 მოციქულმა ქრისტეს სახელით მოგვიტანა სიყვარული, ერთობა და ღვთის შემეცნების შესაძლებლობა.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ