„ვლაქერნობის თასი 2026“ დასრულდა
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული გუნდური ტურნირის პრიზიორები მედლებით, დიპლომებითა და თასით დაჯილდოვდნენ.
6 ივლისს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს ორგანიზებით დასრულდა გუნდური ტურნირი — „ვლაქერნობის თასი 2026“.
ტურნირი ვლაქერნობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და მასში სხვადასხვა გუნდი მონაწილეობდა.
დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ დაწესებული შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა „ვლაქერნობის თასი 2026“,ხოლო გამარჯვებული გუნდის კაპიტანი სპეციალური მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
ტურნირი მიზნად ისახავდა ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნას, ახალგაზრდებში ინტელექტუალური სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპროტესტო აქცია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ორგანიზებით.