ნაბახტევში წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე საზეიმო ლიტურგია აღევლინება
ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი სადღესასწაულო ღვთისმსახურებას 7 ივლისს, დილის 09:00 საათზე აღავლენს.
ხვალ, 7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ ნაბახტევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგია აღევლინება.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღავლენს.
საღვთო ლიტურგია დაიწყება 09:00 საათზე.
მორწმუნეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებულ სადღესასწაულო მსახურებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხაშურში პროექტ „ვიცნობდეთ წმინდა წერილს“ ფარგლებში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა.
0
0
სურამისა და ხაშურის ეპარქია
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)
იოანე ნათლისმცემელი
ღვთისმსახურება
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09