კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სამძიმარი ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო

6 ივლისი 10:16
162
ქართველი მეცნიერი ელენე აბაშიძე. ფოტო: საზუ ქართველი მეცნიერი ელენე აბაშიძე. ფოტო: საზუ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ცნობილი ქართველი გეოლოგის, მეცნიერისა და პედაგოგის გარდაცვალებას ეხმიანება და მის ოჯახს უსამძიმრებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ცნობილი ქართველი მეცნიერის, გეოლოგისა და პედაგოგის, ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ ქალბატონმა ელენე აბაშიძემ მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობით განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ გეოლოგიაში, ხოლო მისმა ფუნდამენტურმა კვლევებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. წერილში ხაზგასმულია, რომ იგი მსოფლიო მეცნიერ ქალთა შორის „წლის ქალის“ საპატიო წოდებითაც იყო დაჯილდოებული.

შიო III ასევე იხსენებს ელენე აბაშიძეს, როგორც კეთილშობილ, მოკრძალებულ და საზოგადოებრივად აქტიურ პიროვნებას, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შემოქმედებითი ენერგიითა და მოღვაწეობის სურვილით გამოირჩეოდა.

„აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ელენეს უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა“, — აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სამძიმრის წერილში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ