სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III 7 ივლისს სენაკში წირვას აღავლენს
ღვთისმსახურება სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
2026 წლის 7 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთობლივი ლოცვით შეუერთდნენ ღვთისმსახურებას.
7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ დიდ დღესასწაულს — იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა.
0
0
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია
სრულიად საქართველოს პატრიარქი შიო მესამე
იოანე ნათლისმცემელი
ღვთისმსახურება
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09