სამების სამრევლო სკოლის კონცერტი პატრიარქ ილია II-ისა და ლია სალაყაიას ხსოვნას მიეძღვნა
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ საღამოზე მაყურებლის წინაშე სამრევლო სკოლის გუნდები და პატარა მსახიობები წარდგნენ.
29 ივნისს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლის ღონისძიება.
კონცერტი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ხსოვნას და სიმბოლური სახელწოდებით – „წუთისოფლის სტუმრები ვართ“ ჩატარდა.
საღამო ასევე მიეძღვნა ცნობილი მგალობლის, რეგენტის, საეკლესიო და ხალხური მუსიკის პედაგოგის, ლია სალაყაიას ხსოვნას.
ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე პირველად სამების სამრევლო სკოლის გოგონათა გუნდი წარდგა, რომელსაც ნონა მახათაძე ხელმძღვანელობს. მათ მრავალხმიანი საეკლესიო და ქართული საგუნდო ნაწარმოებები შეასრულეს.
კონცერტის მეორე ნაწილი სამების საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლის ბავშვთა გუნდს დაეთმო. პატარებმა მაყურებელს სპექტაკლი „ჩიტი და ბატონი“ წარუდგინეს, რომელმაც დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიება ხსოვნის, მუსიკისა და შემოქმედების საღამოდ იქცა, რომელმაც პატივი მიაგო როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ისე ლია სალაყაიას ღვაწლსა და ქართულ საეკლესიო-საგუნდო ტრადიციას.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართა