მიტროპოლიტმა გერასიმემ აბიტურიენტები დალოცა და ორი სტიქაროსანი აკურთხა

29 ივნისი 11:43
243
მიტროპოლიტმა გერასიმემ, საღმრთო ჟამისწირვაზე სტიქრით შემოსა შალვა გულუა და ალექსანდრე კაკაჩია. მიტროპოლიტმა გერასიმემ, საღმრთო ჟამისწირვაზე სტიქრით შემოსა შალვა გულუა და ალექსანდრე კაკაჩია.

28 ივნისს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

2026 წლის 28 ივნისს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიის მსვლელობისას მეუფე გერასიმემ სტიქრით შემოსა შალვა გულუა და ალექსანდრე კაკაჩია.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დალოცა.

ამავე დღეს მიტროპოლიტმა გერასიმემ განსაკუთრებული ლოცვა აღავლინა აბიტურიენტებისთვის. მან ახალგაზრდებს უსურვა ღვთის შეწევნა, სიბრძნე, სიმშვიდე, მხნეობა და წარმატება ეროვნულ გამოცდებზე, მოუწოდა რწმენით, იმედითა და თავდაჯერებით შეხვედროდნენ მნიშვნელოვან ეტაპს საკუთარ ცხოვრებაში.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ყველა აბიტურიენტს უსურვებს ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჭყონდიდის ეპარქიამ მეოთხე კვირის სამწყემსოს დალოცვის განრიგი გამოაქვეყნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ