კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

2824
28 ივნისი 11:05
12
ნონა გაფრინდაშვილი ნონა გაფრინდაშვილი

გულითადად ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდით მისი ღვაწლისთვის.

ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით:
,,არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ. სწორედ ასეთი გამორჩეული და საამაყო ადამიანი გახლავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი.
მისი სახელი დიდი ხანია გასცდა სპორტის ფარგლებს და ჩვენი ქვეყნის ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ქალბატონმა ნონამ არა მარტო ასახელა სამშობლო მსოფლიო ასპარეზზე, არამედ მრავალი თაობისთვის თავდაუზოგავი შრომის, ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითად იქცა. მისი ღირსეული გამარჯვებები ხომ საქართველოს სახელთან სამუდამო და განუყოფლად არის დაკავშირებული.


გულითადად ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდით მისი ღვაწლისთვის, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომის, ნიჭისა და ერთგულების წყალობით ადამიანმა მთელი ერის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.
უფალმა დალოცოს ქალბატონი ნონა და მისი ოჯახი, მომადლოს ჯანმრთელობა, მშვიდობა, სულიერი სიმხნევე და მრავალჟამიერი სიცოცხლე!''
✠ შიო III
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ