ვრცელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

2824
27 ივნისი 11:24
45
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს ინგუშეთში მომხდარი ტრაგედის გამო.

2026 წლის 15 ივნისს სამი ბავშვი ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში, მდინარე სუნჟას ნაპირას თამაშობდა. უხვი ნალექის გამო მდინარე საგრძნობლად იყო ადიდებული და ძლიერი დინება ჰქონდა. ერთ-ერთ ბავშვს ფეხი დაუცურდა და ადიდებულ წყალში ჩავარდა. ხიზირი მეგობრის დასახმარებლად წყალში უყოყმანოდ გადახტა, მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა. პატარა ბიჭუნას 8 დღის განმავლობაში უწყვეტად ეძებდნენ. ხიზირის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 10 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. საგულისხმოა, რომ მას 8 წელი ზუსტად ძებნის პროცესში, 20 ივნისს შეუსრულდა.

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

,,ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა.
პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად.
ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად.
უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა.
✠ შიო III,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და
მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
26.06.2026

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ