ქუთაისში 4 ივლისს მიცვალებულთა საერთო შეკვეთილი მსახურება გაიმართება
წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სატაძრო კომპლექსი მორწმუნეებს მსახურებაში მონაწილეობისა და მოსახსენებლების წარდგენისკენ მოუწოდებს.
ქალაქ ქუთაისის წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სატაძრო კომპლექსის ინფორმაციით, ივლისის თვეში მიცვალებულთა საერთო შეკვეთილი მსახურება 4 ივლისს, შაბათს, გაიმართება.
ტაძრის ინფორმაციით, მსახურება ტარდება სამი მღვდელმთავრის – წმინდა ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ექვთიმე ჩივაძის კურთხევითა და მრევლის გადაწყვეტილებით. ტრადიციულად, ასეთი მსახურება თვეში ერთხელ აღევლინება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მიცვალებულთა მოხსენიებისთვის ლოცვა დაიწყება პარასკევს, 3 ივლისს, 17:00 საათზე, ხოლო შაბათს, 4 ივლისს, 10:00 საათზე აღევლინება საღმრთო ლიტურგია, რომლის დასრულების შემდეგ შესრულდება მიცვალებულთა საერთო შეკვეთილი მსახურება.
ტაძარი მორწმუნეებს შეახსენებს, რომ მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ მართლმადიდებლური წესით აღსრულებული ადამიანების სახელები. ამასთან, სასურველია, მონაწილეებმა წმინდა ზიარებაც მიიღონ.
ტაძრის ადმინისტრაციის განმარტებით, გარდა ყოველთვიური საერთო მსახურებისა, კერძო შეკვეთილი მსახურების შეკვეთაც შესაძლებელია მორწმუნეთათვის სასურველ ნებისმიერ დღეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სატაძრო კომპლექსი ავრცელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბებნისში წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძრის კედლების მშენებლობა დასრულდა, გუმბათის მოსაწყობად დახმარებაა საჭირო.