ხაშურში „ახალი ბანას“ ბავშვთა გუნდში მოსწავლეთა მიღება იწყება

2824
24 ივნისი 17:21
19
ახალი ბანას გუნდი ახალი ბანას გუნდი

27 ივნისს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლაში მსურველებისთვის მოსმენა გაიმართება.

ხაშურში „ახალი ბანას“ ბავშვთა გუნდში ახალი მოსწავლეების მიღება იწყება. გუნდი სექტემბრისთვის ჯგუფების დაკომპლექტებას გეგმავს და ამ მიზნით მსურველთა მოსმენას გამართავს.

მოსმენა 27 ივნისს, 15:00 საათზე, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლაში ჩატარდება.

გუნდში გაწევრიანების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები და გახდნენ „ახალი ბანას“ წევრები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ნომერზე: 551 222 006.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მღვდელ ლევან ჭანკვეტაძესთან დიალოგი გაიმართება, თემაზე „თავისუფლება და პასუხისმგებლობა“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ