დასავლეთ ევროპის ეპარქიაში დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა სერბულ დედათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღავლინა
სახურებას ქართულენოვანი, რუსულენოვანი და ფრანგი მორწმუნეები, ასევე საქართველოდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“ დაესწრნენ.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 21 ივნისს, სერბულ დედათა მონასტერში დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ქართულენოვანი, რუსულენოვანი და ფრანგი მომლოცველები, ასევე საქართველოდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“. სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენლებმა ერთობლივი ლოცვით მადლობა შესწირეს უფალს მისი წყალობისა და სიყვარულისთვის.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მან ისაუბრა ქრისტიანული ცხოვრების ერთგულების, რწმენის განმტკიცებისა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე, მოუწოდა მორწმუნეებს, სულიერი ცხოვრება ლოცვითა და კეთილი საქმეებით განამტკიცონ.
ღონისძიების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სხვადასხვა ეროვნებისა და ენის მქონე მორწმუნეთა ერთობლივი ლოცვა წარმოადგენდა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობასა და მის საყოველთაო ხასიათს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ მარტვილში ეპისკოპოსმა სტეფანემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისი აღასრულა და მოსახლეობას შეხვდა