18 ივნისი მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა

2824
18 ივნისი 12:19
18
მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი

სახარებისეული შეგონების მიხედვით: „რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“.

წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. სახარებისეული შეგონების მიხედვით: „რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მთ. 10,23), მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. კონსტანტინე დიდის (306-307, ხს. 21 მაისს) მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს.

როცა იულიანე განდგომილის (361-363) დროს ქრისტიანთა დევნა განახლდა, წმიდა დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. მან კვლავ დატოვა ქალაქი ტვირი და მიზიის ქალაქ უდს (დღევანდელ ვარანს) მიაშურა. აქ იგი მეფის კარისკაცებმა შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა უარი განაცხადა.

მაშინ მტარვალები შეეცადნენ სატანჯველებით მოედრიკათ მხცოვანი აღმსარებელი. წმიდანი წამების დროს გარდაიცვალა (+დაახლ. 362 წელს).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 8 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და დასრულდება 12 ივლისს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ