სოფელ ჭანდრების წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა დედა მართა

2824
17 ივნისი 13:52
16
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აღასრულა დიდ სქემაში აღკვეცის წესი მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აღასრულა დიდ სქემაში აღკვეცის წესი

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა დიდ სქემაში აღკვეცის წესი აღასრულა და გულიკო მჭედლიშვილს მონაზვნობის სახელად მართა უწოდა.

დღეს, 17 ივნისს, რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ ჭანდრების „ჩინებულის“ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დედათა მონასტერში მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენა გაიმართა. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აღასრულა დიდ სქემაში აღკვეცის წესი.

საეკლესიო წესის მიხედვით, მონაზვნად აღიკვეცა გულიკო მჭედლიშვილი, რომელსაც მონაზვნობის სახელად მართა ეწოდა.

დიდ სქემაში აღკვეცა მონაზვნური ცხოვრების უმაღლესი საფეხურია, რომელიც განსაკუთრებულ სულიერ ღვაწლსა და უფლისადმი სრულ მიძღვნას გამოხატავს. აღკვეცის ცერემონია მონასტერში სასულიერო პირებისა და მრევლის თანდასწრებით ჩატარდა.

დედა მართას მონასტრული ცხოვრების ახალ ეტაპზე უსურვებენ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიმტკიცესა და ღვთის მადლით აღვსილ მსახურებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა პროტოდიაკონ ანდრია გელიაშვილი მღვდლად აკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ