კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მიიღო

2824
12 ივნისი 11:49
24
პატრიარქი შიო მესამე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე პატრიარქი შიო მესამე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე

შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები და შერიგების მნიშვნელობა.

2026 წლის 10 ივნისს, საპატრიარქო რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მიიღო.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, საერთო კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას, რომელმაც ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხალხთა დაახლოებასა და ერთიანობაში.

კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შერიგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებლობაზე. მისივე თქმით, სიყვარული, ურთიერთგაგება და საერთო ისტორიული ღირებულებების პატივისცემა ის საფუძველია, რომელზეც ქვეყნის მომავალი და საზოგადოების ერთიანობა უნდა აშენდეს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა რწმენა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ქვეყნის გამთლიანება მშვიდობის, ერთიანობისა და შერიგების გზით აუცილებლად განხორციელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტარდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ