ეპისკოპოსი საბა მანჰეტენის ქართულ სამრევლოში სამღვდელმთავრო ლიტურგიას აღასრულებს

2824
11 ივნისი 20:16
12
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)

ღვთისმსახურება 14 ივნისს, დილის 10:00 საათზე, ნიუ-იორკის ქართულ ეკლესიაში გაიმართება.

14 ივნისს, კვირას, დილის 10:00 საათზე, ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი საბა მანჰეტენის ქართულ სამრევლოში სამღვდელმთავრო საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს.

ღვთისმსახურებაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსა და მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რათა ერთობლივი ლოცვით მონაწილეობა მიიღონ წმინდა ლიტურგიაში და მიიღონ მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა.

სამრევლოს მისამართია:
320 E 3rd St, New York, NY 10009, United States.

GPS ლოკაცია: [https://maps.app.goo.gl/spTtz58acatwMtZu5?g](https://maps.app.goo.gl/spTtz58acatwMtZu5?g)_

მანჰეტენის ქართული სამრევლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან სულიერ ცენტრს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველებისთვის და რეგულარულად მასპინძლობს საეკლესიო მსახურებებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ეწვია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ