შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ეწვია

2824
11 ივნისი 15:23
23
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ესტუმრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერს ესტუმრა.

საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ მონასტერი დაათვალიერა და ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს ეწვია.

ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფოკა საქართველოს სულიერ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგან სწორედ ამ მხარეს უკავშირდება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა და ის ისტორიული გზა, რომელმაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია.

„ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ჩვენი ქვეყნის სულიერ ისტორიაში განსაკუთრებულ როლს ატარებს. სწორედ ამ მხარეს უკავშირდება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა და ის გზა, რომელმაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ აქცია. 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დაათვალიერეს და მის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობას გაეცნენ.

ღონისძიება საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმიდესი და უნეტარესი მიბრძანდება ჯავახეთში, სოფელ ფოკაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ