ბოდბის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს ტაძრის მოხატვა მიმდინარეობს
სამუშაოები ბოდბელი ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის (იაკობაშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოხატვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ტაძრის კედლებსა და თაღებზე საეკლესიო მხატვრობის ტრადიციის შესაბამისად სრულდება ფრესკები, რომლებიც წმინდა წერილის ეპიზოდებს, წმინდანთა ცხოვრებასა და ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
მონასტრისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ტაძრის მოხატვა არა მხოლოდ მისი მხატვრული გაფორმების, არამედ სულიერი მნიშვნელობის მქონე პროცესსაც წარმოადგენს. შესრულებული სამუშაოები ხელს შეუწყობს ტაძრის სივრცის კიდევ უფრო მეტად გამშვენებას და მომლოცველებისთვის განსაკუთრებული სალოცავი გარემოს შექმნას.
ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც წმინდა ნინოს წმინდა ნაწილები განისვენებს, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერი ცენტრია და ყოველდღიურად მრავალ მორწმუნესა და მომლოცველს მასპინძლობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმიდესი და უნეტარესი მიბრძანდება ჯავახეთში, სოფელ ფოკაში.