ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჩაქვში „მაცხოვრის შობის“ სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა
დაბა ჩაქვში ახალი ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
2026 წლის 8 ივნისს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, დაბა ჩაქვში „მაცხოვრის შობის“ სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.
საზეიმო ღონისძიებას სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქველმოქმედები და მრევლი ესწრებოდნენ. საძირკვლის კურთხევის შემდეგ მეუფე დიმიტრიმ შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი ტაძრის მშენებლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩაქვის მოსახლეობისთვის, ასევე მთელი ეპარქიისთვის.
მიტროპოლიტმა დალოცა ტაძრის მშენებლობაში ჩართული პირები და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობს.
„მაცხოვრის შობის“ სახელობის ტაძრის მშენებლობა ჩაქვში ადგილობრივი მართლმადიდებელი საზოგადოების დიდი ხნის სურვილს წარმოადგენს. საძირკვლის კურთხევით ახალი სიწმინდის აღმართვის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III-მ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღო.