ყოველთა წმიდათა კვირა
სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოველთა წმინდათა კვირას.
სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, 7 ივნისს ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოველთა წმინდათა კვირას. ესაა დღე, როდესაც ყოველი ქრისტიანის, ყოველი მართლმადიდებელის მფარველი ანგელოზი იხსეინება, როდესაც ერთად ხარობენ მოზეიმე და მებრძოლი ეკლესიები.
ყოველნი წმინდანნი არიან ისინი, რომელთაც კეთილად იღვაწეს ამ ქვეყანაზე და ღვთის სასუფეველის ღირსნი გახდნენ. მათი ამ ქვეყნიური ცხოვრების მაგალითით ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, რომ სასუფევლის ღირსნი გავხდეთ. როგორი გულები უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ უფალი ჩვენში შემოვიდეს და დამკვიდრდეს. ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანს მოეთხოვება სიწმინდით ცხოვრება, რადგან წმიდაა შემოქმედი, უფალი, ღმერთი ჩვენი და მისი სული მკვიდრობს ყოველი ადამიანის სხეულში. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?“ (I კორ. 3,16). ამბობს წმ. პავლე მოციქული…“
სწორედ დღევანდელი სახარების საკითხავს შეესაბამება ყოველთა წმინდანთა ცხოვრების არსი და წესი, ისინი იყვნენ რომელთაც უდრტვინველად აღიარეს და იქადაგეს ქრისტე წინაშე კაცთა, მათ დაითმინეს ტანჯვა და წამება ქრისტესთვის, მათ დაუტევეს ყოველივე ქრისტესთვის და აღიღეს ჯვარი თვისი და შეუდგნენ მას… ვადიდებთ და ვაქებთ მათ კეთილ ღვაწლს და უფლისმიერ საქმეებს. არათუ ცოდვები და ცოდვიანი ცხოვრება დაუტევეს მათ, არამედ ზოგიერთმა მათგანმა ამქვეყნიური სიკეთეები დაუტევა ქრისტეს გულისათვის, სიყვარულისათვის და შეუდგა მას… ჩვენ კი ხშირად, მავნე და დამღუპველ საკუთარ ცოდვებს ვერ ვტოვებთ ღვთის გულისათვის…
ტროპარი:
მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.
ტროპარი:
მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
ტროპარი:
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი:
სოფლისა შემოქმედისა პირველ ნაყოფად, მხსნელო შესწირავს შენდა სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების: მათითა ოხითა მშვიდობაი მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 5ივნისს ღირს დამიანე დემეტრეყოფილის ხსენებას აღნიშნავს.