გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-11 ნომერი

2824
05 ივნისი 17:21
23
წმიდა დიდებულნი და ყოვლადქებულნი პეტრე და პავლე წმიდა დიდებულნი და ყოვლადქებულნი პეტრე და პავლე

ახალ გამოცემაში წარმოდგენილია პატრიარქ შიო III-ის ქადაგებები, ეკლესიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი მოვლენები, ისტორიული მასალები და ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებული სიახლეები.

გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-11 ნომერი, რომელშიც მკითხველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მრავალფეროვან მასალას გაეცნობა.

გამოცემაში დაბეჭდილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის ქადაგებები, წარმოთქმული სულთმოფენობის დღესასწაულზე, ღირს დავით გარეჯელის ხსენების დღეს, ამაღლების დღესასწაულზე, ამაღლების შემდგომ კვირას, წმინდა სიმონ კანანელისა და ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეებზე.

გაზეთში ასევე გამოქვეყნებულია პატრიარქ შიო III-ის სიტყვა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე წარმოთქვა.

„საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი ნომერი მოიცავს ქრონიკისა და საინფორმაციო ბლოკის მნიშვნელოვან მასალებს, მათ შორის ინფორმაციას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკის მიერ საკოლექციო მონეტების გამოშვების შესახებ. მკითხველი ასევე გაეცნობა კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან და დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებთან.

გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პატრიარქ შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, ასევე სხვადასხვა საეკლესიო ღონისძიებას — ტაძრის კურთხევებს, იუბილეებს, ხელდასხმებს, აღკვეცებსა და სამძიმრის წერილებს.

გაზეთში წარმოდგენილია სტატიები თემებზე: „ახალი პატრიარქის ეპოქა“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რუბრიკები ,,მეოხთა სავედრებელნი“ და „ისტორიის ფურცელი“.

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სპეციალურ სტენდებთან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კულტურის სამინისტროში საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ