მღვდელ იაკობ მუჯირთან დიალოგი გაიმართება თემაზე „ბულინგი“
11 ივნისს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ბულინგის პრობლემებზე ქრისტიანული თვალსაზრისით იმსჯელონ.
11 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა-დიალოგი მღვდელ იაკობ მუჯირთან თემაზე — „ბულინგი“. ღონისძიება წარიმართება ღია დიალოგისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.
თანამედროვე საზოგადოებაში ბულინგი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მტკივნეულ პრობლემად რჩება, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდების ცხოვრებასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, თუ რას ნიშნავს ბულინგი, რა ფორმებით ვლინდება იგი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს როგორც მსხვერპლისთვის, ასევე თავად მოძალადისთვის.
დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ქრისტიანული სწავლების ხედვას ადამიანის ღირსების პატივისცემის, თანადგომის, ურთიერთპატივისცემისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ.
შეხვედრა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გულწრფელად ისაუბრონ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ქრისტიანული მსოფლმხედველობის საფუძველზე.
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
🔗 [https://forms.gle/Lum9K4V3qjLTVJP76](https://forms.gle/Lum9K4V3qjLTVJP76)