თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
ფესტივალის გახსნის კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ფესტივალი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი ფარგლებში წლის ბოლომდე არაერთი კულტურული და მუსიკალური ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები, რომლებიც მსმენელს მრავალფეროვან და მაღალმხატვრულ პროგრამას შესთავაზებენ.
ფესტივალის მიზანია ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და ქართული სასულიერო თუ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს.