მიტროპოლიტი ტიქიკოსი პაფოსის ეპარქიის შენობიდან გამოასახლეს
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ბრეტონეთის ქალაქ რენეში პარასკევს პარაკლისი, შაბათს კი საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენეში (ბრეტონეთი) დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი მორწმუნეთათვის ღვთისმსახურებებს აღავლენს.
5 ივნისს, პარასკევს, 18:00 საათზე, წმინდა ტაძარში საჯანმრთელო პარაკლისი შესრულდება, ხოლო 6 ივნისს, შაბათს, 10:00 საათზე საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კვირას ქალაქ რენეში წირვა არ ჩატარდება. ამ დღეს საღმრთო ლიტურგია საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ქართული სამრევლოს წევრები და სხვა მორწმუნეები შეიკრიბებიან.
ღვთისმსახურებებზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღესასწაული ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატისა - 21 მაისი.