სოფელ ურთაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოპირკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის კეთილმოწყობის მნიშვნელოვანი ეტაპი ხორციელდება.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, სოფელ ურთაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ქვით მოპირკეთების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები ტაძრის იერსახის გაუმჯობესებასა და მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ემსახურება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ტაძრის შენარჩუნებისა და კეთილმოწყობისთვის, ასევე ადგილობრივი მრევლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავს წმინდა სავანის განვითარებაზე.
ეპარქიის წარმომადგენლების განცხადებით, ტაძრის კეთილმოწყობის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი კიდევ უფრო ღირსეულად ემსახუროს სოფლის მოსახლეობასა და მომლოცველებს.
მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ტაძრის კეთილმოწყობის საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მცხეთის ჯვრის დღესასწაულზე მონასტერს უამრავი მომლოცველი და ტურისტი ეწვია.