აბედათის ციხის რეაბილიტაციისთვის 548 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

2824
03 ივნისი 21:50
12
აბედათის ციხე აბედათის ციხე

მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის — აბედათის ციხის — სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 548 543 ლარს შეადგენს და მისი მიზანია ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ისე რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

აბედათის ციხე, რომლის ტერიტორიაზეც დღემდე მოქმედი ეკლესია მდებარეობს, მარტვილის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და სულიერ ცენტრს წარმოადგენს. ძეგლი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონის ისტორიაში და დღესაც მრავალი მომლოცველისა და ტურისტის ინტერესის საგანია.

სპეციალისტების შეფასებით, ციხის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ადგილობრივი ტურიზმის გაძლიერების მიმართულებით.

ტენდერის დასრულების შემდეგ გამოვლინდება კომპანია, რომელიც აბედათის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ლომისობის დღესასწაულია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ