მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიის მმართველად დაინიშნა
პატრიარქ კირილის განკარგულებით, მიტროპოლიტი ილარიონი ჩეხეთის რესპუბლიკაში მსახურებას ვეღარ გააგრძელებს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. შესაბამისი განკარგულება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა 2026 წლის 3 ივნისს გამოსცა.
პატრიარქის განკარგულების მიხედვით, მიტროპოლიტ ილარიონის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ იგი ვეღარ შეძლებს ჩეხეთის რესპუბლიკაში წმინდა სინოდის მიერ მისთვის დაკისრებული მსახურების გაგრძელებას.
ილარიონ ალფეევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი იერარქია, რომელიც წლების განმავლობაში ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო საეკლესიო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიას უხელმძღვანელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჩეხეთის ხელისუფლებამ მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) გაათავისუფლა.