საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს

3 ივნისი 08:31
405
მცხეთის ჯვარი. ფოტო: ღია წყარო მცხეთის ჯვარი. ფოტო: ღია წყარო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთ-ხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება 1989 წლის იანვრიდან აღდგა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე სათავეს მეფე მირიანის მეფობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა.
 
მცხეთის ჯვრის დღესასწაული სულთმოფენობის პირველ ოთხშაბათს აღინიშნება და თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს. სულთმოფენობიდან პირველ ოთხშაბათ დღეს აღსრულდა ჯვრის გამოჩინება ამჯერად მცხეთაში, ჯვრის თავზე, და რადგანაც ეს გა-მოცხადება ყველა გამოცხადებაზე ზეაღმატებული, ოთხშაბათს მოხდა, სწორედ კვირის ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ ჯვრის გამოჩინების დღესასწაულად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მცხეთის ჯვრის გამოჩინების მივიწყებული დღესასწაული - 2007 წელს აღადგინა. 


რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიას, ის ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მთაზე ააგო. ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ იქამდე ორი საუკუნით ადრე აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთ-ხოვნილებებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია. ჯვარი ტეტრაქონის ოთხ აფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქანდაკებებს არსებითი ადგილი უკავია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ