ქაშვეთის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

2824
30 მაისი 15:03
24
ილია მეორეს საფლავი. ფოტო: მჟკ ილია მეორეს საფლავი. ფოტო: მჟკ

დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა შაბათს, 12:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პანაშვიდს გადაიხადა.

შაბათს, დღის 12:00 საათზე, თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელიც დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა გადაიხადა.

დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი მრავალი წლის განმავლობაში პატრიარქ ილია II-ის უახლოესი თანამოსაგრე და ერთგული მხარდამჭერი იყო. იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც პატრიარქის ეპოქის მემატიანე, რომელიც მის გვერდით იდგა იმ მნიშვნელოვანი სულიერი, საზოგადოებრივი და ეროვნული საქმეების განხორციელებისას, რასაც უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 30 მაისს სულის შაბათია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ