მიტროპოლიტ დანიელს 71 წელი შეუსრულდა

29 მაისი 21:08
261
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს დაბადების დღეს ულოცავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს (დათუაშვილი) დღეს, 29 მაისს, 71 წელი შეუსრულდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით მეუფე დანიელს ხორციელად შობის დღეს ვულოცავთ. ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებს ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მიტროპოლიტი დანიელი მრავალი წელია აქტიურად ემსახურება ქართულ ეკლესიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საეკლესიო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ფორტ ვორტის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ