ნიქოზში დამოუკიდებლობის დღე საოკუპაციო ხაზთან ქართული გალობით აღინიშნა

27 მაისი 15:50
171
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია)

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნიქოზის საკათედრო ტაძარში ილოცეს და სადღესასწაულო კონცერტი გამართეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტმა ტრადიციულად სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს აღნიშნა.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით, ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მსახურებაში ადგილობრივ გუნდთან ერთად მონაწილეობდნენ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები. გუნდს ხელმძღვანელობდა გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფონდი „ქართული გალობის“ წარმომადგენელი ნიქოზში — ნიკოლოზ ნებიერიძე.

ნიქოზში სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად იმყოფებოდა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ნანა გოთუა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები შეასრულეს. საოკუპაციო ხაზთან ახლოს შესრულებული ქართული გალობა და სიმღერა თავისუფლების, ეროვნული იდენტობისა და ერთიანობის სიმბოლოდ ჟღერდა.

ნიქოზში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურის, სარწმუნოებისა და ეროვნული ერთობის მნიშვნელობას ქვეყნის თავისუფლებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქ შიო III-ის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ