თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება

27 მაისი 13:52
117
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. ფოტო არქივი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. ფოტო არქივი

ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდი მიიღებს ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით.

2026 წლის 27 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდი, რომელსაც ლექსო გრემელაშვილი ხელმძღვანელობს.

საღამოს პროგრამა მრავალფეროვანი იქნება და მსმენელის წინაშე შესრულდება ქართული და ჩრდილოკავკასიური ტრადიციული სიმღერები, ქართული საეკლესიო საგალობლები და ქალაქური ჰანგები.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ერეკლეს სასახლე — საქართველოს ერთადერთი შემორჩენილი სამეფო რეზიდენცია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ