მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს ხორციელად შობის დღეს ულოცავს

25 მაისი 20:55
414
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)

„გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ“ — მილოცვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით გულითადად ვულოცავთ მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს იობს (აქიაშვილი) ხორციელად შობის დღეს.

ამ განსაკუთრებულ დღეს ვუსურვებთ მეუფეს ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, მშვიდობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კვლავაც ღირსეულად განაგრძოს მსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე.

მრავალი წლის განმავლობაში მეუფე იობი გამოირჩევა ერთგული მღვდელმთავრული მოღვაწეობით, სულიერი მზრუნველობითა და ეკლესიის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით. მისი მსახურების პერიოდში არაერთი ერისკაცი დადგა სასულიერო გზაზე, აშენდა და განახლდა ტაძრები და მონასტრები, რაც მისი საქმიანობის თვალსაჩინო გამოხატულებად რჩება.

ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია მისი ერთგულება ეკლესიისადმი, ადამიანებთან სიახლოვე და სულიერი პასუხისმგებლობა.

„გილოცავთ თქვენო მეუფებავ, გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III-მ ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს შიომღვიმის მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ