შიო III-მ ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს შიომღვიმის მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა

25 მაისი 20:27
234
პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა წმინდა ღირსი შიო მღვიმელის განსასვენებელი მოილოცა და მონასტრის ისტორიული ეკლესია მოინახულა.

22 მაისს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ შიომღვიმის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.

მონასტერში შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად აღვლენილი ლოცვა მიეძღვნა ერთ-ერთ უდიდეს ქართველ წმინდანს — ღირს შიო მღვიმელს, რომელიც ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთია და რომლის სულიერმა მოღვაწეობამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა მოილოცა წმინდა ღირსი შიო მღვიმელის განსასვენებელი. ასევე მოინახულა მონასტერში არსებული ეკლესია, სადაც საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

შიომღვიმის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სულიერი ცენტრია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართველი მართლმადიდებლებისთვის და ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღე ყოველწლიურად მრავალ მორწმუნეს აერთიანებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ