23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, საქართველო „აფხაზეთობას“ აღნიშნავს
23 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს „აფხაზეთობას“.
ამ დღესთან დაკავშირებით, 12:30 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო ΙΙΙ-მ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღავლინა.
გადმოცემის თანახმად, სვიმონ კანანელმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) იქადაგა. წმინდანის მოღვაწეობა ამ რეგიონში მრავალ სასწაულს უკავშირდება. მისი ლოცვით მრავალი ადამიანი გაქრისტიანდა. სვიმონ კანანელი ჯვარზე გააკრეს და იქვე, ახალ ათონში (აფხაზეთი), დაკრძალეს. მისი საფლავი დღემდე ქრისტიანული მომლოცველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.