თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ქუთაის-გაენათის ეპარქიას ესტუმრნენ

23 მაისი 12:18
342
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ქუთაის-გაენათის ეპარქიაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ქუთაის-გაენათის ეპარქიაში

წინასწარ მომზადებული მასალის საფუძველზე რამდენიმე სტუდენტი მეგობრებს ესაუბრა  კულტურული ძეგლების ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის შესახებ.

19 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარები ჩაუტარდათ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში. ასეთი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება ყოველწლიურად იმართება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ორგანიზებით.


სასულიერო სემინარიის, ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტებმა მოილოცეს ბაგრატის ტაძარი, გელათისა და მოწამეთას მონასტრები და ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესია.
გზად ქუთაისისკენ ექსკურსანტებმა მოილოცეს, ასევე, უბისის მონასტერი და დაათვალიერეს უბისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა.
წინასწარ მომზადებული მასალის საფუძველზე რამდენიმე სტუდენტი მეგობრებს ესაუბრა ზემოხსენებული კულტურული ძეგლების ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის შესახებ.
სტუმრებს გელათში საგანგებოდ დახვდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, რომელმაც კიდევ უფრო ღრმად გააცნო სტუდენტებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ისტორია და მისი ღირსშესანიშნაობანი.
წმ. გიორგის ტაძრის მოლოცვის შემდეგ ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ჟორჟოლიანი, სტუდენტებს ესაუბრა სასულიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ.
ექსკურსია ტრაპეზით დასრულდა.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხშირად იმართება ასეთი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები, როგორც საგანმანათლებლო პროცესის შემადგენელი ნაწილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ილია II-ისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ