აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი შიო მღვიმელის დღესასწაულს ულოცავს მრევლს
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
22 მაისს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირს შიო მღვიმელს იხსენებს. ამ დღესთან დაკავშირებთ სადღესასწაულო წირვე-ლოცვა აღევლინა შიო მღვიმელის მამათა მონასტერში. ღვთისმსახურება აღავლინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.
მას თანამსახურობდნენ მღვდელმსახურები სხვადასხვა ეპარქიებიდან. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპოდენტი გაესაურა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს (მახარაძე).
საუბარში მან აღნიშნა დღევანდელი დღის მნიშვნელობა და დალოცა სრულიად საქართველო:
,,გილოცავთ განვლილ დღესასწაულს, დამდეგ დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის ხსენება შიო მღვიმელის, წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავრის და ესაია წინასწარმეტყველის. ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ანგელოზის დღეა, რომელსაც პირველად აღნიშნავს იგი კათოლიკოს-პატრიარქის ხარისხში. ამიტომ არის დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავი. წმინდა მამები შეეწიოს ჩვენს ქრისტიანულ ერს, ჩვენს ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქართველმა მეცნიერებმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღი ასტრონომიული მონაცემებით დააზუსტეს.