სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს

22 მაისი 11:11
432
ღვთისმსახურება შიო მღვიმის მამათა მონასტერში. ფოტო: მჟკ ღვთისმსახურება შიო მღვიმის მამათა მონასტერში. ფოტო: მჟკ

საზეიმო ღვთისმსახურება მონასტერში დილის 10:00 საათზე დაიწყო.

22 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ღირს შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა შიო მღვიმელი ცამეტ ასურელ მამათაგანი იყო და ანტიოქიაში, ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა მას კარგი განათლება მისცეს, თუმცა ახალგაზრდობიდანვე განსაკუთრებით იზიდავდა საღმრთო წერილის კითხვა და სულიერი ცხოვრება.

ოცი წლის ასაკში მან გაიგო უდაბნოში მოღვაწე წმინდა იოანე ზედაზნელის შესახებ და მის სანახავად გაემართა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა იოანემ შიო განსაკუთრებული სიყვარულით მიიღო და იწინასწარმეტყველა, რომ იგი მრავალ მონაზონს გაუძღვებოდა. მოგვიანებით შიომ მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მრავალი წელი უდაბნოში მოღვაწეობდა.

ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს..

მონასტერში შეკრებილია მორწმუნეები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ