კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა
ეს იყო მისი, როგორც პატრიარქის, პირველი საუფლო დღესასწაული ამ ტაძარში.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლებას აღნიშნავს (აღდგომიდან მე-40 დღეს). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა. ამ დღეს ეკლესია იხსენებს იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას თავისი მოწაფეების თვალწინ, რაც მისი მიწაზე მოღვაწეობის დასასრულს და მამის მარჯვნივ დაჯდომას განასახიერებს.
დღესასწაული აღნიშნავს ადამიანური ბუნების განღმრთობასა და ზეცაში დამკვიდრებას. ამაღლება მოხდა იერუსალიმთან ახლოს, ელეონის (ზეთისხილის) მთაზე.
ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყო.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქ შიო III-ის ქადაგება იოანე ზედაზნელისა და ასურელი მამების ხსენების დღეს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ